არ არი მარაგში

აზოსტარი არის უნივერსალური სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების ფუნგიციდი, რომელიც სტრობილურინების ანალოგების ოჯახს მიეკუთვნება. მასში შემავალი ნივთიერება აზოქსისტრობინი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, ერთდროულად ებრძვის ათეულობით დაავადების გამომწვევ პათოგენს ( ჭრაქი, ნაცარი, ალტერნარიოზი, სეპტორიოზი, პერენოსპოროზი, ფიტოფტოროზი, კლასტეროსპოროზი). პრეპარატი გადაადგილდება მცენარის სისტემაში და იცავს მას ხანგრძლივი პერიოდით. აფერხებს სპორების გაღივებას სოკოვანი დაავადების ადრეულ სტადიებზე, ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს, თრგუნავს პათოგენის უჯრედებს. გააჩნია მაღალი ეფექტი ვაზის, კაკლოვნების, ხორბლის, ქერის, პომიდვრისა და სხვა მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ.
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან.სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.
| კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
დაავადება | გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | 0.6-1.0 | ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, შავი სიდამპლე, შავი სილაქავე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 14(2-3) |
| ხორბალი, ქერი, შვრია |
0.5-0.75 | ხორბლის და ქერის ფესვის სიდამპლე, ნაცარი, ჟანგა, ლაქიანობა, რინკოსპორიოზი, თავთავის ფუზარიოზი, სეპტორიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 30(1) |
| სიმინდი | 1.0 | ჟანგა, ანთრაქნოზი, ფოთლების მურა ლაქიანობა, ღეროს ლაქიანობა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 56(1) |
| პომიდორი, ბოსტნეული, კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა | 0.5 | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 14(2) |
| ხახვი, ნიორი | 0.5 | ჭრაქი, ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 35(2) |
| კარტოფილი | 0.5 | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში) | 14(2) |