მარაგშია

ნოდუტუსი ეს არის მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული სისტემური ჰერბიციდი, რომელიც სპეციალურად შექმნილია სიმინდის ნათესების კომპლექსური დაცვისთვის. მისი ორი მოქმედი ნივთიერება ერთდროულად ანადგურებს როგორც მარცვლოვან, ისე ფართოფოთლოვან სარეველებს. მეზოტრიონი ზღუდავს მცენარის ზრდის წერტილებს. ნიკოსულფურონი აჩერებს უჯრედების დაყოფას და სარეველას ზრდას.
| კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
სარეველა | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| სიმინდი | 1.2-1.5 | ერთწლიანი, მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები (შვრია, ჯიჯილაყა, ავშანფოთლიანი ამბროზია, დანდური, ბოლოკა, მინდვრის მდოგვი, მინდვრის სურო, წიწიბურა, წიწმატი, სორგო, ველური ბამია, მელაკუდა, ხვართქლა, ნაცარქათამა, ლემა, ღიჭას სახეობები, ძურწა, მხოხავი ჭანგა, შალაფა) | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | -(1) |