ტებუსიმა

ფუნგიციდები

ტებუსიმა

0.00

არ არი მარაგში

  • სისტემური მოქმედების ფუნგიციდი
  •  შემადგენლობა: ტებუკონაზოლი 430გ/ლ 
  • ჯგუფი: 3 - ტრიაზოლები
  • პრეპარატურული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი (SC)
  • მწარმოებელი: "Hailir Pesticides and Chemicals Group" ჩინეთი 🇨🇳

 

  • მახასიათებლები

ტებუსიმა წარმოადგენს სისტემურ ფუნგიციდს, ნაცრის და ქეცის წინააღმდეგ, ემულგირებად კონცენტრირებულ პრეპარატულ ფორმას, რომელსაც პრევენციული, სამკურნალო და გამანადგურებელი თვისებები გააჩნია. ის სწრაფად აბსორბირდება მცენარეების ვეგეტატიური ორგანოების მიერ და ქსილემის მეშვეობით მარტივად გადაადგილდება წვერისკენ. ტებუსიმა დამუშავების შემდეგ ხანგრძლივად იცავს მცენარეს. ტებუკონაზოლი თრგუნავს დაავადებას მისი გამომწვევის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზებში, აფერხებს პათოგენი სოკოს რეპროდუქციას და შემდგომ ზრდას. რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

 

  • უპირატესობები
  • ◾ხასიათდება პროფილაქტიკური, სამკურნალო და დამცავი მოქმედებით
  • ◾აქვს ხანგრძლივი დაცვის უნარი
  • ◾ტებუსიმა სწრაფად აითვისება მცენარის მიერ
  • ◾აჩერებს დაავადების განვითარებას, დაავადების ადრეულ ეტაპებზე

 

  • თავსებადობა

ტებუსიმა თავსებადია საერთო გამოყენების მცენარეთა დაცვის პროდუქტებთან. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.

 

კულტურა პრეპარატის კულტურა ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების დაავადება ნაცარი, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.2-0.4 ნაცარი, შავი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(3)
ვაშლი, მსხალი, კომში 0.3-0.5 ქეცი, ნაცარი, მონილიოზი, ჟანგა, ფოთლის ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2-3)
ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ქლიავი 0.3-0.5 მონილიოზი, ნაცარი, ჟანგა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2-3)
კაკალი, თხილი, ნუში, ფისტა  0.3-0.5 ნაცარი, ანთრაქნოზი, ფომოფსისი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(3
კენკროვნები 0.3-0.5 ჟანგა, ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)
ხორბალი, ქერი, შვრია 0.3-0.5 ფესვის სიდამპლე, მურა, ყვითელი, ღეროს ჟანგა, ნაცარი, ლაქიანობა, სეპტორიოზი, ფუზარიოზი, ჰელმინტოსპორიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)
ციტრუსი  0.5 ალტერნარია, მწვანე სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(2-3)
ხახვი, ნიორი  0.2-0.4 ნაცარი, ჟანგა, ალტერნარიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21(2-3)
გოგროვნები  0.3-0.4 ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)
კარტოფილი 0.3-0.4 ალტერნარია შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)
პომიდორი, ბოსტნეული 0.3-0.4 ალტერნარია, ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)
სიმინდი 0.2-0.4 ჟანგა, ანთრაქნოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 15(2-3)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია