ნოვიტა 8-24-24+4SO3 არის მაღალეფექტური, გრანულირებული მინერალური სასუქი, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსირებულ კვებას მცენარის ზრდისა და ნაყოფის ფორმირების პერიოდში. სასუქი შეიცავს აზოტის ორ ფორმას, შარდოვანას და ამონიუმს, რაც უზრუნველყოფს მცენარის თანდათანობით და სტაბილურ კვებას ვეგეტაციის პერიოდში. ფოსფორის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას და ყვავილობა-ნაყოფის ფორმირების პროცესებს; ხოლო კალიუმი აუმჯობესებს მცენარის სტრესგამძლეობას, დაავადებათა წინააღმდეგ მდგრადობას და ზრდის მოსავლის ხარისხს.