ბოტრიბელი

ბიო პრეპარატები • ფუნგიციდები

ბოტრიბელი

50.00

არ არი მარაგში

   

    

 

  • შემადგენლობა:  Bacillus amyloliquefaciens შტამი AH2
  • პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრანტი (SC)
  • მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი 🇪🇸

 

  • მახასიათებლები: 
  • ბოტრიბელი არის მიკრობიოლოგიური წარმოშობის ბიო ფუნგიციდი, რომელიც უზრუნველყოფს სოკოვანი დაავადებების გამომწვევი პათოგენის კონტროლს. ბოტრიბელი გამოიყენება ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეული კულტურების სიდამპლეების წინააღმდეგ.

პრეპარატი გამოიყენება როგორც პრევენციული ისე აღმომფხვრელი დანიშნულებით.

 

  • ბოტრიბელის უპირატესობები: 
  • ◾ეფექტურად ებრძვის სიდამპლეების გამომწვევ პათოგენებს.
  • ◾იცავს გარემოს დაბინძურებისგან, რადგან პროდუქტი ეფუძნება ცოცხალი მიკროორგანიზმებს.
  • ◾აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს.

ბოტრიბელი გამოიყენება ორგანულ მეურნეობებში! 

კულტურა/ დასამუშავებელი ობიექტი

პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)

დაავადება გამოყენების დრო, ხერხი და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კურკოვანი ხეხილი (გარგარი, ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი) 5-7 მონილიოზური სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 51-85 ყვავილლედის განვითარება-ნაყოფების შეფერილობა , 7-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 700-900 ლ/ჰა -(4)
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში) 5-7 მონილიოზური სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 51-85 ყვავილლედის განვითარება-ნაყოფების შეფერილობა , 7-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 700-900 ლ/ჰა -(4)
ვაზი 5-7 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 71-85 ნაყოფების ფორმირების დაწყება- ნაყოფების მომწიფება. ხარჯვა – 500-800 ლ/ჰა -(3)
კენკროვანი კულტურები (მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მოცხარი) 5-7 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 51-85 .ყვავილედებზე ჯიშისათვის სპეციფიკური ფერის პირველი კენკრის გამოჩენა .   ხარჯვა – 500-800 ლ/ჰა -(4)
ხახვი, ნიორი 4-7 ფოთლის წითელი ლაქიანობა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 14-49 ფოთლების განვითარება-ვეგეტატიური ნაწილების განვითარება, ყოველ 7 დღეში. ხარჯვა – 300 -400 ლ/ჰა -(4)
გოგროვნები (გოგრა, კიტრი, საზამთრო, ნესვი) 4-7 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 51-85  ყვავილლედის განვითარება-გამოჩენა-ნაყოფების 50%  მიაღწია მომწიფებას და შესაბამის შეფერილობას,  ყოველ 7 დღეში. ხარჯვა – 300-400 ლ/ჰა -(4)
პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი 4-7 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 51-85 ყვავილების ჩანასახის გამოჩენა-ნაყოფების 50%  მიაღწია მომწიფებას და შესაბამის შეფერილობას, ყოველ 7 დღეში. ხარჯვა – 300-400 ლ/ჰა -(4)
სალათა 4-7 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: BBCH 14-49  ფოთლების განვითარება-ვეგეტატიური ნაწილების განვითარება, ხარჯვა – 300-400 ლ/ჰა -(4)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია