მარაგშია





ტოპ აპი არის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, კენკროვნების და ბოსტნეულ–ბაღჩეულის ნაცრისა და სხვა სოკოვანი დაავადებისგან დასაცავად. ტოპ აპს აქვს პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაში, სადაც წარმოიშვება ნაცროვანი დაავადებები. პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას.
ტოპ აპი თავსებადია საერთო გამოყენების თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან.
| კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | დაავადება | გამოყენების ხერხი, დრო, თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | 0.2-0.25 | ნაცარი, შავი სიდამპლე |
1-შესხურება: ყლორტები 25-30 სმ აღწევენ, ყვავილობამდე. მე-2-ე კვირტების გაშლამდე; მე-3 - ყვავილებს ფურცლები დაცვივდა; მე-4 და მომდევნო: დამოკიდებულია გამოყენებული ქიმიკატის ეფექტიანობაზე. | 21(2) |
| ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ქლიავი, ბალი, ალუბალი |
0.5-0.8 | ნაცარი, ქეცი მონილიოზი, კოკომიკოზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. | 21(2) |
| ვაშლი, მსხალი, კომში | 0.3-0.4 | ქეცი, ნაცარი, მონილიოზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. | 21(2) |
| მარწყვი, კენკრა | 0.3-0.5 | ნაცარი |
შესხურება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ 0.05% სამუშაო ხსნარით. ხარჯვა 600-700ლ/ჰა |
7(2) |
| პომდორი (დახურული გრუნტი) |
0.4-0.5 |
ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა | 7(2-3) |
| საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა, ბოსტნეული |
0.2-0.3 |
ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა | 7(2-3) |
| ბადრიჯანი (დახურული გრუნტი) |
0.4-0.5 |
ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა | 7(2-3) |
| წიწაკა (დახურული გრუნტი) |
0.4-0.5 |
ნაცარი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა | 7(2-3) |
| თამბაქო |
0.3-0.4 |
ნაცარი, ჟანგა |
პირველი შესხურება დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას, შემდეგი 7-10 დღიანი ინტერვალით. |
14(2-3) |
| ვარდი, მიხაკი, ქოთნის ყვავილი |
0.4-1.0 |
ნაცარი, ჟანგა |
პირველი შესხურება ხორციელდება ფოთლების და კვირტების ფორმირების სტადიაზე. შემდეგ შესხურება ხდება 14 დღიანი ინტერვალებით და დამოკიდებულია ქიმიკატის ზემოქმედების და დაავადების მიმდინარეობაზე. |
7(2-3) |