პლატინ კაპტანი 50 სფ

ფუნგიციდები

პლატინ კაპტანი 50 სფ

27.00

მარაგშია

       

    

  • შემადგენლობა : კაპტანი500გ/კგ
  • პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (WP)
  • მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი 🇹🇷

 

  • მახასიათებლები
  • პლატინ კაპტანი - ფართო სპექტრის საიმედო კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. პლატინ კაპტანს აქვს დამცავი და სამკურნალო მოქმედება, თრგუნავს დაავადების გამომწვევი სოკოს სპორების და მიცელიუმის ზრდას, ახასიათებს სწრაფი და ძლიერი მოქმედების უნარი.
  • პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ქეცი, ჭრაქი. კლასტეროსპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე.

 

  • თავსებადობა
  • პლატინ კაპტანი თავსებადია საერთო გამოყენების მცენარეთა დაცვის პროდუქტებთან, გარდა ტუტე ნივთიერებისა და ზეთოვანი პრეპარატებისა. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.

 

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი, მსხალი 1.8-2.25 ქეცი შესხურება ვეგეტაციის პერიოდდში: პირველი - ყვავილობამდე, მე-2- თეთრი და ვარდისფერი როზეტის კვირტში. მე-3- ყვავილების ფურცლების 70–80%-ის ჩამოცვენისას, მე-4 და სხვა შესხურება, როდესაც ეკოლოგიური პირობები შესაფერისია დაავადების პროგრესირებისთვის 10 დღის ინტერვალით, სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. 14(4)
კურკოვანი კულტურები (ატამი, გარგარი, ქლიავი) 3.0 ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 14(3)
ვაზი 2.0-3.0 ჭრაქი, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფომოფსისი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 7-12 დღის ინტერვალით სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. 14(3)
ციტრუსი 6.0-7.5 ნაცრისფერი სიდამპლე პირველი შესხურება - წვიმების დაწყებამდე შემოდგომით. მე-2 - პირველი წამლობიდან 15 დღეში, თუ ამინდები წვიმიანია. ღეროს ინფექციების საწინააღმდეგოდ: ინფიცირებულ ხეებში ჭრილობები უნდა გასუფთავდეს ხის საღი ქსოვილებამდე ოქტომბერში, იანვარსა და მარტში. 14(3)
იაპონური ზღმარტლი (მუშმალა) 3.0-3.6 ქეცი პირველი წამლობა შემოდგომაზე ყვავილის კვირტების დაბერვამდე, მე–2 ყვავილის კვირტის გახსნამდე, მე–3 ყვავილების ფურცლების ცვენის შემდეგ, მე–4 მესამე წამლობის 10 დღეში და მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე. 14(4)
ბოსტნეულის ნერგები 4.0-5.0 ფესვის სიდამპლე, პიტიუმი, რიზოკტინია, ფუზარიუმი, ფიტოფტორა, ალტერნარია, სკლეროტინია წამლობა იწყება დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისას და გრძელდება 7 დღის ინტერვალით სანამ დაავადება არ შეჩერდება. 14(2-3)
კიტრი,პომიდორი 1.0-1.5 ფიტოფტორა, ნაცრისფერი სიდამპლე, პერენოსპოროზი შესხურება იწყება დაავადებების პირველი ნიშნის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. დაავადების მიმდინარეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. 14(2-3)
სალათის ფურცელი 1.5-2.0 ჭრაქი დაავადების აღმოჩენამდე ნერგებზე უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური წამლობა. შემდეგ, შესხურება უნდა გაგრძელდეს ერთი კვირის ინტერვალით, სანამ ნერგები არ გადაირგვება მინდორში. საველე პერიოდში, შესხურება უნდა დაიწყოს, როდესაც დაავადება გამოჩნდება და გაგრძელდეს 7 დღის ინტერვალებით. 28(3-4)
ხახვი 0.6-0.9 პერენოსპოროზი შესხურება იწყება დაავადების პირველი სიმპტომის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. 28(3-4)
კარტოფილი 1.4-1.75 ფიტოფტოროზი შესხურება იწყება დაავადების პირველი სიმპტომის გამოჩენისას 7-12 დღის ინტერვალით. 28(2-3)
მიხაკი (დეკორატიული მცენარე) 1.5 ჟანგა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10 დღის ინტერვალით. 14(2-3)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია