პირიქემი სკ

ფუნგიციდები

პირიქემი სკ

79.50

მარაგშია

 

  • სისტემური მოქმედების ფუნგიციდი
  • შემადგენლობა: პირიმეთანილი 400გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი ( SC )  
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები 

პირიქემი არის მაღალეფექტური, სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, ბოსტნეული კულტურებისა და ვაზის ნაცრისფერი სიდამპლეების (ბოტრიტისი), ქეცის და ნაცრის გამომწვევი პათოგენის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატს გააჩნია გამორჩეული უნარი ფუმიგაციური, ტრანსამინალური და სისტემური გადანაწილების ხარჯზე. 

მონოლიოზის წინააღმდეგ ბრძოლისას ყველაზე ეფექტურია მცენარეთა პროფილაქტიკური წამლობა ყვავილობის წინა, ყვავილობისას, ყვავილობის შემდგომი და ნაყოფების ზრდის ფაზაში.

ვაზის კულტურაზე პრეპარატი გამოიყენება  Botrytis-ის ოჯახის წარმომადგენელი პათოგენური სოკოს მიერ გამოწვეული ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

  • უპირატესობები
  • ◾პროფილაქტიკური,სამკურნალო და ანტისპორულაციური მოქმედება
  • ◾სწრაფად იჭრება მცენარის ფოთლებში
  • ◾აქვს დამცავი და სამკურნალო თვისებები
  • ◾აქტიურია დაბალ ტემპერატურაზეც
  • ◾სისტემური მოქმედებით მცენარეში პრეპარატის სრული განაწილება
  • ◾ახასიათებს მაღალი მდგრადობა წვიმით ჩამორეცხვისა და მზის რადიაციის მიმართ.

 

  • თავსებადობა

პირიქემი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. სამუშაო ნაზავის მომზადებამდე რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების ხერხი,დრო,თავისებურება  ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, რეკომენდირებულია მონაცვლეობა სხვა ჯგუფის ფუნგიციდებთან. 21(2)
ვაშლი, მსხალი 1.0-1.3 ქეცი პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, კვირტების დაბერვიდან ყვავილობის დამ-თავრებამდე. რეკომენდირებულია მონაცვლეობა სხვა ჯგუფის ფუნგიციდებთან. 56(2-3)
ატამი, ვაშლატამა, ქლიავი 1.3-2.0

მონილიოზი, მწვანე და ყავისფერი ნაყოფის სიდამპლე

შესხურება იწყება დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენის-თანავე, როდესაც კვირტის ქსოვილი ინფექციისადმი მგრძნობიალი ხდება (ანუ ვარდისფერი, თეთრი ან წითელი კვირტი). თუ დაავადებისადმი ხელსაყრელი პირობები შენარჩუნდა, დაამუშავეთ სრული აღმოცენების ან ფურცლების დაცვენის დროს 7-14 დღიანი ინტერვალით. 21(4)
მარწყვი 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება იწყება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე 7-14 დღიანი ინტერვალით. 3(2-3)
წიწაკა, პომიდორი, ბადრიჯანი 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობის წინ 7-14 დღიანი ინტერვალით, რეკომენდირებულია მონაცვლეობა სხვა ჯგუფის ფუნგიციდებთან. 14(2)
გოგროვნები (კიტრი, ნესვი, საზამთრო გოგრა) 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობის წინ 7-14 დღიანი ინტერვალით, რეკომენდირებულია მონაცვლეობა სხვა ჯგუფის ფუნგიციდებთან. 14(2)
კაკლოვნები (ნუში, თხილი, კაკალი, ფისტა) 1.3-2.0 მონილიოზი, ქეცი, მწვანე ნაყოფის სიდამპლე, ყლორტების დაზიანება შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებში 7-14 დღიანი ინტერვალით. 21(2-3)
ფოთლოვანი კულტურები (სალათა, არდი, ვარდკაჭაჭა, ისპანახი) 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებში 7-14 დღიანი ინტერვალით. 14(2)
ხახვი 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება 3-6 ფოთლის სტადიაზე 7-14 დღიანი ინტერვალით. 14(2)
სტაფილო 1.3-2.0 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება 4 ფოთლის სტადიაზე 7-14 დღიანი ინტერვალით. 14(2)
ყვავილები 1.2-1.5 ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაავადების სიმპტომების გამოჩე-ნისთანავე ხელსაყრელ პირობებში 7-14 დღიანი ინტერვალით. 14(2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია