მორფეო

ფუნგიციდები

მორფეო

33.75

მარაგშია

  

სისტემურ-ლოკალური მოქმედების ფუნგიციდი

  • შემადგენლობა: დიმეტომორფი 500გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი ( SC )  
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები

მორფეო წარმოადგენს პრევენციული, აღმომფხვრელი და გამანადგურებელი მოქმედების სისტემურ-ლოკალურ ძლიერ ფუნგიციდს, რომელიც აფერხებს დაავადების გამომწვევი სოკოს განვითარების პროცესებს. პრეპარატი ძლიერ ეფექტურია ვაზის, პომიდვრის, კარტოფილის, ბაღჩა-ბოსტნეულის ჭრაქის, პერონოსპოროზის და ფიტოფტოროზის წინააღმდეგ. პროდუქტი სწრაფად  შეიწოვება ფოთლებში და გადაადგილდება ზემოდან ქვევით და ცენტრიდან პერიფერიისკენ. დიმეტომორფს აქვს სპორების წარმოქმნის საწინააღმდეგო უნარი, რაც უზრუნველყოფს კულტურის ხანგრძლივ დაცვას ჭრაქისაგან. პრეპარატის გამოყენება ყველაზე ეფექტურია პროფილაქტიკური შეტანისას.

 

  • უპირატესობები
  • ◾აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (1-2 საათი)
  • ◾გააჩნია კარგი გადანაწილების თვისება
  • ◾იცავს როგორც ფოთლის ზედა ისე ქვედა მხარეს დაავადების განვითარებისგან
  • ◾ახასიათებს ანტისპორაციული, სამკურნალო მოქმედება

 

  • თავსებადობა

პრეპარატი თავსებადია საერთო გამოყენების ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და მკვებავებთან. არ შეურიოთ ტუტე პროდუქტებს (ბორდოს მჟავა, კირი და ა.შ.) სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი და საჭიროა უფრო ხანგრძლივი ლოდინის პერიოდი.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი

0.4-0.5

ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 9-12 დღის ინტერვალით.       21(3-4)
პომიდორი

0.4-0.5

ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 9-12 დღის ინტერვალით.       10(3-4)
კომბოსტო

0.4-0.5

პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 15(2-3)
ხახვი, ნიორი, პრასი

0.4-0.5

პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 10(2-3)
კარტოფილი

0.4-0.5

პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 10(3-5)
საზამთრო, ნესვი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა

0.4-0.5

პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 10(3-5)
ფოთლოვანი ბოსტნეული კულტურები

0.4-0.5

პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით. 7(3-4)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია