პინაზოლი

ბიო პრეპარატები • ფუნგიციდები

პინაზოლი

16.50

მარაგშია

 

    

  • ბიო პრეპარატი
  • შემადგენლობა: გოგირდი 700გ/ლ (S-50%)
  • პრეპარატული ფორმა: სუსპენზია (Suspension)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია

 

  • მახასიათებლები

პინაზოლი არის ბიო პრეპარატი თხევადი გოგირდის შემცველობით, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი კულტურის დასამუშავებლად, ის გამოირჩევა ორმაგი მოქმედების მექანიზმით.გააჩნია როგორც ფუნგიციდური უნარი, ნაცრის წინააღმდეგ ასევე აკარიციდური უნარი, ტკიპებისა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ. პინაზოლი მცენარის ზედაპირზე ქმნის დაცავ ბარიერს, რის საშუალებითაც აფერხებს პათოგენი სოკოს სპორების სასიცოცხლო აქტივობას და განვითარებას და ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

პინაზოლი გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ფოთლოვანი შესხურების გზით, 3-5 ლ/ჰა დოზით.

 

  • უპირატესობები
  • ◾დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში
  • ◾აქვს ფუნგიციდური და აკარიციდული მოქმედება
  • ◾პრეპარატი ხასიათდება მაღალი მიმწებებლური უნარით
  • ◾გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში (სათბურში)
  • ◾მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა დაავადებების წინააღმდეგ
  • ◾დაცვითი მოქმედების პერიოდი 7-10 დღე

 

  • თავსებადობა

თავსებადია სხვა პესტიციდებთან, გარდა ზეთოვანი და ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებისა. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია