ბიოპრონი

ბიო პრეპარატები • სასუქები

ბიოპრონი

112.50

მარაგშია

   

   

  • შემადგენლობა:   
  • Azospirillum brasilense შტამი M3 (CECT 5802) > 1 x 108 CFU/გ
  • Pantoea dispersa შტამი C3 (CECT) >1x 108 CFU/გ
  • პრეპარატული ფორმა: გრანულები
  • მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი 🇪🇸

 

  • მახასიათებლები

ბიოპრონი არის მიკრობიოლოგიური არამიკორიზული სასუქი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის ოპტიმალურ ზრდას და ამცირებს ქიმიური სასუქების უარყოფით ზეგავლენას. სასუქი აქტიურად გამოიყენება საჩითილე და სანერგე მეურნეობებში .პროდუქტი წარმოდგენილია ნელი დაშლის მექანიზმის მქონე გრანულებით, რომელიც შეაქვთ უშუალოდ ნიადაგში.

ბიოპრონს გააჩნია სამმაგი მოქმედება: 

1.ატმოსფერული აზოტის ფიქსაციის მაღალი უნარი, რაც თავის მხრივ აზოტს ხელმისაწვდომს ხდის მცენარესთვის.

2.ნიადაგში არსებული ფოსფორის გარდაქმნა მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში

3.ნიადაგში არსებული სხვა მიკრო და მაკრო ელემენტების (K, Fe, Ca, Mg) ხსნად ფორმაში გადაყვანა

 

  •  ბიოპრონის უპირატესობები: 
  • ◾მცენარის საკვები ნივთიერებების შთანთქმის უნარის გაზრდა.  
  • ◾მინერალური სასუების შეტანის ჯერადობის შემცირება.
  • ◾იცავს გარემოს დაბინძურებისგან, რადგან პროდუქტი ეფუძნება ცოცხალი მიკროორგანიზმებს.
  • ◾ამდიდრებს ნიადაგს მიკრობული აქტივობით.  
  • ◾ამცირებს ნიადაგის დეგრადაციისა და მარილიანობის რისკს  

ბიოპრონი გამოიყენება ორგანულ მეურნეობებში! 

პროდუქტი ექსკლუზიურად შექმნილი და დაპატენტებულია Probelte S.A.U-ს მიერ!

 

გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში!

კულტურა დოზირება
ვაზი 150-250კგ/ჰა
ხეხილი 200-250კგ/ჰა
კაკლოვნები (კაკალი, ნუში, თხილი) 200-250კგ/ჰა
ბოსტნეული 150-200კგ/ჰა
მარცვლეული (სიმინდი, ხორბალი, ქერი, შვრია) 80კგ/ჰა
ჩითილები და სანერგეები 3-10გ/მცენარეზე

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია