ავალონი 250 წე

ფუნგიციდები

ავალონი 250 წე

83.10

მარაგშია

      

       

  • სისტემური მოქმედების ფუნგიციდი
  •  შემადგენლობა: ტებუკონაზოლი 250გ/ლ 
  • პრეპარატურული ფორმა: წყალში ხსნადი ემულსია (EW)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A ", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები

ავალონი წარმოადგენს სისტემურ ფუნგიციდს, ნაცრის და ქეცის წინააღმდეგ, ემულგირებად კონცენტრირებულ პრეპარატულ ფორმას, რომელსაც პრევენციული, სამკურნალო და გამანადგურებელი თვისებები გააჩნია. ის სწრაფად აბსორბირდება მცენარეების ვეგეტატიური ორგანოების მიერ და ქსილემის მეშვეობით მარტივად გადაადგილდება წვერისკენ. ავალონი დამუშავების შემდეგ ხანგრძლივად იცავს მცენარეს. ტებუკონაზოლი თრგუნავს დაავადებას მისი გამომწვევის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზებში, აფერხებს პათოგენი სოკოს რეპროდუქციას და შემდგომ ზრდას.

რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

 

  • უპირატესობები
  • ◾ხასიათდება პროფილაქტიკური, სამკურნალო და დამცავი მოქმედებით
  • ◾აქვს ხანგრძლივი დაცვის უნარი
  • ◾ავალონი სწრაფად აითვისება მცენარის მიერ
  • ◾აჩერებს დაავადების განვითარებას, დაავადების ადრეულ ეტაპებზე
  • ◾პრეპარატს აქვს ხარჯვის დაბალი ნორმა

 

  • თავსებადობა

შეთავსებადია სხვა პესტიციდებთან და სასუქებთან გარდა გოგირდისა და სპილენძისა. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი) 0.5-0.8

ქეცი, ნაცარი, ყავისფერი ლაქიანობა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური დამუშავება ყოველ 6-8 დღეში ეთხელ კაკლის ზომის მიღწევამდე და შემდეგ ყოველ 10-15 დღეში 40(1-2)
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ქლიავი) 0.5-0.8

მონილიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ჟანგა

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 10-14 დღის ინტერვალით

20(2-3)
კაკლოვნები (კაკალი, თხილი, ნუში) 0.5

ანთრაქნოზი, ფომოფსისი

პროფილაქტიკური დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 10-12 დღის ინტერვალით 20(2-3)
მარცვლოვანი კულტურები (საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი, ჭვავი) 0.4-0.5

ჰელმინტოსპორიოზული სილაქავე,მურა, ყვითელი, ღეროს ჟანგა, ნაცარი, სეპტორიოზი, ფუზარიოზი, ბადისებრი ლაქიანობა

შესხურება ყლორტების ზრდის პერიოდში, ყვავილობის პერიოდში, ზრდის დაწყების ფაზაში, სრული ყვავილობის დროს

35(1-2)
ვაზი 0.4

ნაცარი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში სხვა მექანიზმის მქონე პრეპარატების მონაცვლეობით: პროფილაქტიკური დამუშავება ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 10-14 დღის ინტერვალით

35(2-3)
გოგროვნები (კიტრი, გოგრა, საზამთრო, ნესვი, ყაბაყი) 0.4-0.5

ნაცარი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით 15(2-3)
კარტოფილი 0.5

ალტერნარიოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

15(2-3)
პომიდორი 0.2-0.3

ალტერნარიოზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

15(2-3)
წიწაკა 0.5-0.8

ნაცარი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

15(2-3)
ნიორი 0.3 ჟანგა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით 21(1-2)
ხახვი 0.5

ჟანგა, სკლეროტინია

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით 15(2-3)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია