განზო ეკ

ფუნგიციდები

განზო ეკ

72.00

მარაგშია

     

     

  • სისტემური მოქმედების ფუნგიციდი 
  • შემადგენლობა: მიკლობუტანილი 13,4%, (125გ/ლ)
  • პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი (EC)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები: 

განზო წარმოადგენს პრევენციული, სამკურნალო და სისტემური მოქმედების მაღალეფექტურ ფუნგიციდს მრავალ კულტურაში (ვაზი, ვაშლი, ატამი, კიტრი, პომიდორი, საზამთრო, ნესვი, მარწყვი) გამოსაყენებლად ისეთი დაავადებების წინააღმდეგ როგორიცაა: ნაცრი, ქეცი, ანთრაქნოზი, ფიტოფტოროზი და სხვა. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება მიკლობუტანილი იწვევს დაავადების გამომწვევი პათოგენის სწრაფ განადგურებას. განზო ერთნაირად ეფექტურად იცავს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფს. პრეპარატი მეტად ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენებისას.

 

  • უპირატესობები:
  • ◾აქვს პრევენციული და აღმომფხვრელი მოქმედების უნარი
  • ◾ახასიათებს კარგი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ
  • ◾პრეპარატი გამოირჩევა დაბალი დოზირებით
  • ◾მცენარის მიერ შეიწოვება სწრაფად და მარტივად 
  • ◾გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედების უნარი
  • ◾ნაკლებად ტოქსიკურია ფუტკრებისთვის და თბილსისხლიანებისთვის

 

  • თავსებადობა

თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. რეკომენდებული ნორმებისა და დოზების გამოყენებისას პრეპარატი არ არის  ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.2-0.3 ნაცარი, შავი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობის დასრულებამდე 14 დღიანი ინტერვალით 20(3)
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ქლიავი) 0.4-0.5 მონილიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით 15(3)
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი) 0.3-0.4 ნაცარი, ქეცი, მონილიოზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-14 დღიანი ინტერვალით 20(3)
გოგროვნები (კიტრი, ნესვი, საზამთრო, გოგრა) 0.3-0.4 ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-10 დღიანი ინტერვალით 10(3)
კაკლოვნები (კაკალი, ნუში, თხილი) 0.15-0.3

ანთრაქნოზი, ქერქის დაზიანება

2-3 პროფილაქტიკური დამუშავება 10-12 დღეში, და შემდეგ საჭიროებისას 15(2)
მარწყვი 0.2-0.3 ნაცარი, ფოთლების ლაქიანება, ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14 დღიანი ინტერვალით 10(2-3)
ჟოლო, მაყვალი 0.2-0.4 ნაცარი, ყვითელი ჟანგა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში პირველივე სიმპტომების გამოჩენისას 15(2-3)
პომიდორი 0.2-0.3 ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14 დღიანი ინტერვალით 10(3)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია