ფოსბელ 80 სფ

ფუნგიციდები

ფოსბელ 80 სფ

73.20

მარაგშია

               

  • შემადგენლობა: ალუმინის ფოსეთილი 800გ/კგ
  • პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი (WP)                          
  • მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი 🇪🇸 

 

  • მახასიათებლები

ფოსბელ 80 არის დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი, რომელიც სწრაფი ტემპით შთაინთქმება მცენარეების ფოთლებისა და ფესვების მიერ და ახდენს ტრანსლოკაციას მცენარის შიგნით, გადაადგილდება წვენთან ერთად როგორც ზედა ისე ქვედა მიმართულებით, ამ თვისების გამო იგი უპერატესია სხვა ფუნგიციდებთან შედარებით. ფოსბელ 80 მოქმედებს სპორების გაღვივების და მცენარეში შეღწევადობის გზით. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში დაავადების გამომწვევის შეღწევის წინააღმდეგ. 

 

  • თავსებადობა

შეთავსებადია სხვა პესტიციდებთან და სასუქებთან გარდა სპილენძის ბაზაზე დამზადებულისა და გოგირდისა. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.      

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა დაავადება გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი

1.5-3

მონილიოზი ბაქტერიოზი გუმოზი ციტოსპოროზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: პირველი დამუშავება დაავადებების გამოჩენისას და შემდეგი 15 დღიანი ინტერვალით. ხარჯვა 400 ლ/ჰა 25(2-3)
ვაზი 3 ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: ყვავილობამდე და 10-14 დღიანი ინტერვალით. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა 25(3-4)
ციტრუსი 3-5 ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 25(2)
კიტრი (ღია გრუნტი) 2 პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7(3)

ხახვი(მწვანე ხახვის გარდა)

2 პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია