ბერმექტინი ეკ

აკარიციდები

ბერმექტინი ეკ

123.00

მარაგშია

      

     

  • გამოყენების ინსტრუქცია

  • შემადგენლობა: აბამექტინი 18გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი(EC)
  • მწარმოებელი: "Probelte S.A.U", ესპანეთი 🇪🇸

 

  • მახასიათებლები

ბერმექტინი წარმოადგენს ტრანსლამინალური მოქმედების კონტაქტურ-ნაწლავურ ინსექტო-აკარიციდს. პრეპარატი შესხურებიდან მალევე იჭრება მცენარის ქსოვილებში რითიც შემდეგ იკვებებიან მავლებელი მწერები და პრეპარატის მოხვედრით საჭმლის მომნელებელ სისტემაში იღუპებიან. გამოიყენება ბოსტნეული კულტურების როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის პირობებში, ასევე ვაზის, ხეხილის, ციტრუსების დასაცავად ტკიპების, თრიფსების და ფსილებისაგან. ხასიათდება ხანგრძლივი (2-3 კვირა) მოქმედებით და მავნებლების გავრცელების მნიშვნელოვანი შემცირებით. ახასიათებს მოკლე ლოდინიდ პერიოდი; კულტურების უმეტესობაზე ლოდინის პერიოდი შეადგენს მხოლოდ 3-5 დღეს.

  • უპირატესობები
  • ◾გამოიყენება ღია და დახურულ გრუნტში
  • ◾ახასიათებს მოკლე ლოდინიდ პერიოდი
  • ◾არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე
  • ◾არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა
  • ◾ნიადაგში მოხვედრისას, პრეპარატი მალევე იშლება
  • ◾ნაკლებად ტოქსიკურია სასარგებლო მწერებისათვის
  • ◾ანადგურებს მავნებელს ფოთლის როგორც ზედა, ასევე ქვედა მხარეზე

 

  • თავსებადობა

შეთვსებადია სხვა პესტიციდებთან და სასუქებთან, გარდა გოგირდისა და შაბიამნისა. სხვა ნივთიერებებთან შეთავსებისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს თავსებადობის ტესტი.

 

კულტურა

პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა

მავნებელი გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი 0.6-1.2 ვაზის გალებიანი ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ვერცხლისფერი ტკიპა საჭიროებისამებრ მავნებლის გამოჩენისთანავე 10(2-3)
ვაზი 0.6-1.2 ყურძნის ჭია შესხურება ვეგეტაციის პერიოდში I-II თაობის მატლების წინააღმდეგ 10(1-2)
ვაშლი 0.75-1.5 ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, წითელი ტკიპა, ბუგრები, ფოთლის მენაღმეები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 14 დღიანი ინტერვალით 3(1-2)
ვაშლი 0.75-1.5 არაფარდი პარკხვევია შესხურება ვეგეტაციის პერიოდში I-II თაობის მატლების წინააღმდეგ 3(1-3)
მსხალი 0.75-1.5 ტკიპები, ფსილები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 3(1-2)
მარწყვი 0.5-1.2 ორლაქიანი აბლაბუდიანი ტკიპა, მარწყვის ფრთათეთრა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 3(1-2)
კაკლოვნები (თხილი, კაკალი, ნუში) 0.3-0.5 ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 5(1-2)
კომბოსტო 0.3-0.5 ჩრჩილები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში  პირველი ნიშნებისა და კვერცხდების გამოჩენისთანავე 3(1-2)
კომბოსტო 0.3-0.5 თეთრულები, კომბოსტოს ხვატარი, ფოთლის მენაღმეები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში I-II თაობის მატლების წინააღმდეგ 3(1-2)
ციტრუსი 0.75-1.5 ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, ვერცხლისფერი ტკიპა, თრიფსები, ნარინჯოვანი ბუგრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე და შემდეგ მავნეობის ეკონომიკური ზღვრის გათვალისწინებით, პირველი კვერცხებიდან ტკიპების გამოჩენისთანავე 10(1-2)
ციტრუსი 0.75-1.5 ყვითელი ფარიანა, ყავისფერი ფარიანა, იაპონური ცრუფარიანა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში I-II თაობის მატლების წინააღმდეგ 10(1-2)
კარტოფილი 0.6-1.2

 

კოლორადოს ხოჭო

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის I ხნოვანების მატლების წინააღმდეგ 3(2)
პომიდორი და კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) 0.3-1.2 ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, სათბურის ფრთათეთრა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 3-7(2)
პომიდორი და კიტრი (ღია და დახურული გრუნტი) 0.3-1.2

 

ბაღჩის ბუგრი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 14 დღიანი ინტერვალით 3-7(1-2)
ბაღჩეული კულტურები (საზამთრო, ნესვი) 0.3-1.2 ტკიპები, თრიფსები, ფოთლის მენაღმეები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 3-7(1-2)

 

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია