ტემპი 20 წხფ

ინსექტიციდები

ტემპი 20 წხფ

10.00

მარაგშია

       

  • სისტმური მოქმედების ინსექტიციდი
  • შემადგენლობა: აცეტამიპრიდი 200გ/კგ
  • პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი ( WP )  
  • მწარმოებელი: "Platin Kimya", თურქეთი 🇹🇷

 

  • მახასიათებლები

ნეონიკოტინოიდური ჯგუფის სისტემური მოქმედების ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება, ბუგრების, თრიფსების, ფარვანას, ჩრჩილების, ფრთათეთრების, კოლორადოს ხოჭოსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატი კარგად გადაადგილდება მცენარეში და ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით (14-21 დღე). პრეპარატს აქვს სისტემური მოქმედების უნარი. ტემპი თავსებადია უმეტეს ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანების მიმართ. პრეპარატი ერთნაირად ეფექტურია როგორც დაბალი, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს.

  • თავსებადობა

 ტემპი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით

 

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა მავნებელი გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი, ალუბალი, ქლიავი) 0.3-0.5 ბუგრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 28(1)
ციტრუსი 0.3-0.5 ბუგრები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 28(1)
კიტრი/პომიდორი (ღია გრუნტი) 0.2-0.25 ბაღჩის ბუგრი, ბამბის ხვატარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 20(1)
კიტრი/პომიდორი (დახურული გრუნტი) 0.15-0.3 ფრთათეთრა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1(1)
ხორბალი, ქერი, შვრია 0.05-0.075 ბაღლინჯო, მავნე კუსებურა აღმონაცენის შესხურება 28(1)
ხორბალი, ქერი, შვრია 0.15-0.35 პურის ბზუალა აღმონაცენის შესხურება 28(1)
კარტოფილი 0.025-0.03 კოლორადოს ხოჭო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 28(1)
საძოვრები კალიებით დასახლებული მიწის ნაკვეთები, ველური მცენარეულობა 0.06-0.08 კალიები შესხურება მავნებლის მატლის განვითარების სტადიაში 28(1)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია