ქემოლი ეკ

ბიო პრეპარატები • ინსექტიციდები

ქემოლი ეკ

220.00

მარაგშია

  

  • შემადგენლობა: პარაფინის მინერალური ზეთი 800გ/ლ
  • პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი(EC)
  • მწარმოებელი: "Chemia S.P.A", იტალია 🇮🇹

 

  • მახასიათებლები

ინსექტო-აკარიციდი ქემოლი (პარაფინის მინერალური ზეთი) გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი (ფარიანები და ცრუფარიანები, ბუგრები, ჩრჩილები, კოქციდები). მისი გამოყენებისას  მცენარის ზედაპირზე წარმოიქმნება თხელი აპკი, რომელიც კეტავს მავნებლების სასუნთქ გზებს და ანადგურებს მათ. ქემოლის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მავნებელთან ბრძოლაში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მცენარის ზედაპირზე პრეპარატის თანაბარი და სრული განაწილება. პრეპარატი არ იწვევს რეზისტენტობას.

  • თავსებადობა

ქემოლი თავსებადია უმეტეს ინსექტიციდთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

 

კულტურა, დასამუშავებელი ობიექტი პრეპარატის ხარჯვის ნორმა ზამთრის პერიოდში (ლ/ჰა) პრეპარატის ხარჯვის ნორმა ზაფხულის პერიოდში (ლ/ჰა) მავნებელი ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი) 15-20 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები, ბუგრები 20(1-2)
კურკოვნები (ატამი, გარგარი, ვაშლატამა, ქლიავი, ალუბალი) 15-20 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები, ბუგრები 20(1-2)
ვაზი 15-20 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები 20(1-2)
კაკლოვნები (კაკალი,თხილი, ნუში) 15-20 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები 20(1-2)
ციტრუსები 15-25 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები 20(1-2)
ზეთისხილი 20-25 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები 20(1-2)
დეკორატიული მცენარეები (ვარდი, ოლეანდრა) 12-18 5-7 ფქვილისებრი ცრუფარიანა, ტკიპები, ტკიპის კვერცხები 20(1-2)

 

პროდუქცია

პოპულარული პროდუქცია