არ არი მარაგში

ალიფოსი დაცვითი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი, რომელიც სწრაფი ტემპით შთაინთქმება მცენარეების ფოთლებისა და ფესვების მიერ და ახდენს ტრანსლოკაციას მცენარის შიგნით, გადაადგილდება წვენთან ერთად როგორც ზედა ისე ქვედა მიმართულებით, ამ თვისების გამო იგი უპერატესია სხვა ფუნგიციდებთან შედარებით. ალიფოსი მოქმედებს სპორების გაღვივების და მცენარეში შეღწევადობის გზით. პრეპარატი ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარს, მასში დაავადების გამომწვევის შეღწევის წინააღმდეგ.
შეთავსებადია სხვა პესტიციდებთან და სასუქებთან გარდა აზოტის, სპილენძის და გოგირდისა. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
| კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
დაავადება | გამოყენების ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | 2.0 | ჭრაქი, ბაქტერიული დაავადებები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(3) |
| ვაშლი, მსხალი, კომში |
2.0-3.0 | მონილიოზი, ბაქტერიული დაავადებები, გუმოზი, ციტოსპოროზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(2-3) |
| ტამი, ვაშლატამა, გარგარი, ბალი | 2.0-3.0 | მონილიოზი, ბაქტერიული დაავადებები, გუმოზი, კლასტეროსპოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 14(2-3) |
| თხილი, კაკალი, ნუში, ფისტა |
2.0-3.0 | ვერტიცილიოზი, კლასტეროსპოროზი, მონილიოზი, ბაქტერიული დამწვრობა, ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(2-3) |
| ციტრუსი | 3.0-5.0 | ფიტოფტოროზი, სიდამპლე | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(3) |
| მოცვი, მარწყვი, ჟოლო | 1.5-2.0 | ფიტოფტოროზი, ბაქტერული ლაქიანობა, ანთრაქნოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(3) |
| საზამთრო, ნესვი, კიტრი, გოგრა | 1.5-2.0 | საზამთროს ჭრაქი, გოგროვნების პერენოსპოროზი, ფესვის სიდამპლე, ბაქტერიული დაავადებები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) |
| მზესუმზირა | 1.2-1.5 | პერენოსპოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 21(3) |
| ხახვი, ნიორი | 1.2-1.5 | პერენოსპოროზი, ალტერნარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) |
| პომიდორი, ბოსტნეული | 1.5-2.0 | ფიტოფტოროზი, ფესვის სიდამპლე, ჭრაქი, ბაქტერული ლაქიანობა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) |
| კარტოფილი | 1.5-2.0 | ფიტოფტოროზი, ბაქტერიული სიდამპლე, ფუზარიოზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7(3) |