მარაგშია

დელტატექი არის კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა კომპლექსისგან დასაცავად. მას აქვს საკმაოდ ფართო მოქმედების სპექტრი (ბუგრები, ფაროსანა, ყურძნის ჭია, ნაყოფჭამიები კოლორადოს ხოჭო, მავნე ბუზები, თრიფსები), რომელიც მოქმედებს კონტაქტის და ჩაყლაპვის გზით. ის ადვილად და სწრაფად აღწევს მწერების, ტკიპების და სხვა მავნებლების თხელ აპკში და ანადგურებს მათ. გამოირჩევა მაღალეფექტურობით და ჩამორეცხვის დაბალი რისკით. მოხმარების შემდეგ არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე.
დელტატექი თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.
| კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | მავნებელი | გამოყენების, ხერხი, დრო და თავისებურება | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | 0.4-0.5 | ყურძნის ჭია, ცრუფარიანები, ტკიპები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ატამი, გარგარი, ვაშლატამა,ქლიავი, ალუბალი, ბალი | 0.2-0.5 | ბუგრები, ცხვირგრძელები, ნაყოფჭამიები, ხერხიები, ფარიანები, ტკიპები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ვაშლი, მსხალი, კომში | 0.2-0.24 | ბუგრები, ფოთლიხვევიები, ხერხიები, მსხლის ფსილა, ჩრჩილები, ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| კაკალი, ნუში, თხილი, ფისტა | 0.3 | ბუგრები, ცხვირგრძელები, ნაყოფჭამიები, ხერხიები, ფარიანები, ტკიპები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ჟოლო, მარწყვი, მოცვი | 0.2-0.5 | მავნე მწერები, ტკიპები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ციტრუსი | 0.2-0.5 | ბუგრები, ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ბოსტნეული | 0.3-0.5 | ბუგრები, თრიფსები, ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| პომიდორი | 0.3-0.5 | ბამბის ხვატარი, ტკიპები, ბუგრები, თრიფსები ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ხორბალი, ქერი | 0.2-0.5 | ბუგრები, თრიფსები, ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| სიმინდი | 0.5 | ბუგრები, ბეღელის მავნებლები | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ზეთისხილი | 0.25-0.3 | ზეთისხილის ჩრჩილი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ბაღჩეული (კიტრი, ნესვი, საზამთრო გოგრა) | 0.5 | ბუგრები, თრიფსები, ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| მზესუმზირა | 0.2-0.6 | მზესუმზირის მდელოს ფარვანა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| ხახვი, ნიორი | 0.25-0.3 | ბუგრები, თრიფსები, ფრთათეთრა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(2) |
| პარკოსნები (ლობიო) | 0.2-0.5 | ბუგრები, ტკიპები, ხვატრები, მდელოს ფარვანა, მემარცვლიები, პარკოსანთა ალურა, მწვანე ფაროსანა |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 20(1) |